სიახლე
„შაუმიანის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის საკითხის გადაწყვეტა, დღის წესრიგში ისევ დგას“ - ლაშა ლობჯანიძე
„შაუმიანის ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის საკითხის გადაწყვეტა, დღის წესრიგში ისევ დგას“ - ეს განცხადბა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოდგლემ ლაშა ლობჯანიძემ გააკეთა და თქვა, რომ გუშინ, 13 ივლისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სოფელ შაუმიანში არსებული ბიბლიოთეკისა და მელიქ-ფაშაევის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტზე არდასწრება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მერია პროექტს მხარს არ უჭერს. განმარტავს, რომ, მერიის წარმომადგენლები შეხვედრას გარკვეული მიზეზების გამო ვერ დაესწრნენ.

„სამწუხაროდ, გუშინ ვერ მოვახერხეთ დასწრება. სხვა შეხვედრა გვქონდა და ფიზიკურად ვერ დავესწარით. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ მივესალმებით ესეთი სახის წამოწყებას და ინიციტივას. ეს ასე არ არის. უბრალოდ, გარკეული პროცედურები არის, რომელიც უნდა გავიაროთ. შესაძლებელია მოსახლეობასთან გავიაროთ კონსულტაცია. ამ საკითხის გადაწყვეტა აუცილებლად იქნება დღის წესრიგში. ჩვენი არ დასწრება გუშინდელ პრეზენტაციაზე არ მინდა ისე გაიგონ, თითქოს მერიის მხრიდან არ არის მოწონებული ეს პროექტი“ - თქვა ლაშა ლობჯანიძემ


13 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოებამ“ პროექტის საჯარო განხილვა გამართა, რომელიც გულისხმობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში არსებული ბიბლიოთეკისა და მელიქ-ფაშაევის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაზე მერი და მისი მოადგილეები იყვნენ დაპატიჟებული, პრექტის განხილვას არ დაესწრნენ.

პროექტი მოიცავს მე-19 საუკუნის ისტორიული ნაგებობის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაციას და მის დატვირთვას სხვადასხვა ახალი ფუნქციით. იმ შემთხვევაში, თუ მერია შაუმიანში არსებული ბიბლიოთეკის და სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ოფიციალურ თანხმობას იტყვის, მოეწყობა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც კვლავ იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და სამუზეუმო სივრცე, ასევე მას დაემატება საკონფერენციო და სალექციო სივრცე, სამეცნიერო ლაბორატორია არქეოლოგიისა და მისი მომიჯნავე სპეციალობებისათვის, დამატებითი საგამოფენო სივრცე, ექსპერიმენტული არქეოლოგიის ბანაკი და სხვა.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია