პაპანაქება სიცხე და უსაშველო რიგში მდგომი პენსიონერები
მარნეულის მუნიციპალიტეტში კარანტინის დაწყებიდან დღემდე ბანკების წინ ხალხმრავლობაა. პენსიის აღების დროს კი სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება.
დღეს, 15 ივლისს, მარნეულში ერთ-ერთი ბანკის წინ ხალხმრავლობა იყო. როგრც ყოველთვის, დღესაც უსაშველო რიგი ლიბერთი ბანკის წინ არის. საათობით რიგის მოლოდინში მყოფმა პირებმა რადიო „მარნეულს“ უთხრეს, რომ დილის 9 საათიდან ბანკთან დგანან.

„7 საათიდან აქ მოხუცები მოვიდნენ. ზოგს შაქრიანი დიაბეტი, ზოგს წნევა და გულის პრობლემა აწუხებს. ზოგჯერ სასწრაფო მოდის და მიყავს აქედან. როდემდე უნდა ვიცხოვროთ ასე? მოდიხარ რომ პენსია აიღო. ამისთვის დილის 7-ზე უნდა მოხვიდე და 3-მდე უნდა დადგე აქ. რამდენი საათი უნდა ველოდოთ? პრობლემა ბევრია, მაგრამ ვინ აგვარებს“- ამბობს ფაშა ჰაჯიევი.

ასიფ ჰუსეინოვი გვიყვება, რომ პანდემიამდე თურქეთში მუშაობდა. სახელმწიფოს დახმარება რომ აიღოს, ანგარიშის ნომერი გახსნა. ის დღეს ბარათის ასაღებად თიბისი ბანკის წინ დგას და რიგის მოსვლას ელოდება.

„თურქეთში ან სხვა ქვეყნებში ვინც დაკარგა სამსახური, სახელმწიფოსგან დახმარების მიღება შეუძლია. მე 9 საათიდა აქ ვარ. ველოდებოდი ბანკი გახსნან და 10-ზე გაიხსნა. ახლა 1-2 საათია და მე ისევ აქ ვარ და ველოდები. ვცდილობთ რიგი დავიცვათ. ბანკის თანამშრომლებმა ნორმალურ პიორბებში, რომ იმუშაონდ და უფრო აქტიურები იყვნენ, ამდენი რიგი არ იქნებოდა. მხოლოდ „თიბისი ბანკი“ არაა, ყველა ბანკში ასეა. ასაკოვანი ხალხია, ქალბატონები ელოდებიან, ორსულებიც არიან ხოლმე. ძალიან რთულია ადამიანებისთვის. უკვე 4 საათია ველოდები“.

მარნეულელები ბანკებში თანამშრომლების ნელ მუშაობას ჩივიან და ამბობენ, რომ დილიდან მშივრები ელოდებიან რიგს.

„სულ ორი სალარო მუშაობს. 8 საათიდან მოვედით და ველოდებით. პრობლემა ბანკშია, ბანკების მუშაობა წესრიგში უნდა ჩასვან. ერთი ბანკიდან გავდივართ და მეორეში შევდივართ. ამბობენ რიგია და არ გვიშვებენ“ დღეს, ბანკის თანამშრომლები წყალს ურიგებდნენ იმ მაცხოვრებლებს, რომლებიც „ლიბერთი“ ბანკის წინ რიგს ელოდებოდნენ.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები