აქცია მარნეულის კულტურის ცენტრის ტერიტორიაზე
მარნეულის მერიისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობა შეიკრიბა. როგორც ისინი, ჩვენთან საუბარში ამბობენ, ადგილზე ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის გამო შეიკრიბნენ. კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ასევე სასულიერო პირებე, მათ შორისაა მეუფე გიორგი (ჯამდელიანი), რომელმაც მარნეულის მერს, ზაურ დარგალს ძეგლის ნარიმანოვის ძეგლის დემონტაჟი მოსთხოვა. ჩვენი ინფორმაციით, მოსახლეობის შეკრების კონკრეტული მიზანი რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც საჯარო განცხადევბა გაკეთდება. (განცხადებას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ)

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.



მარნეულში ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხის განხილვა 24 მაისს, მეუფე გიორგის (ჯამდელიანი) მიერ საკვირაო ქადაგებაზე გაკეთებული განცხადების შემდგომ დაიწყო. მაშინ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის მარნეულის მერს ზაურ დარგალს უსაყვედურა და ის კანონდარღვევაში დაადანაშაულა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა ასევე განაცხადა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არ დახარჯულა და მარნეულის მერმა ძეგლი საკუთარი სახსრებით გაარემონტა. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიისაგან ამ დრომდე არ მიუღია ოფიციალურ წერილზე პასუხი, თუ საედან გამოიყო ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციის თანხები.

მარნეულში არსებული ძეგლების მოვლა-შენახვა მუნიციპალური დასუფთავების სამსახურის პრეროგატივაა. „სუფთა მარნეულის“ დირექტორმა ლერი მუმლაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, რომ ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციისათვის 7 000 ლარამდე დაიხარჯა. მისი თქმით, ორგანიზაციას ძეგლების მოვლა-შენახვისათვის ბიუჯეტში თანხები აქვს გამოყოფილი და ნარიმანოვის ძეგლის რესტავრაციაც სწორედ ამ თანხით, მარნეულის მერის ბრძანების საფუძველზე, მოხდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები