ვინ არიან მარნეულის მერის თანაშემწეები
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერს ზაურ დარგალს ოთხი თანაშემწე ჰყავს. დავით თავდიდაშვილი, აკიფ ალიევი, ადილ ალიევი და მალხაზ სამაშვილი მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არიან დასაქმებული. მერის თანაშემწეების ვინაობისა და მათ მიერ დღემდე განხორციელებული საქმიანობის შესახებ ჩვენ ოფიციალური წერილით მივიწერეთ. პასუხმა ტრადიციულად დაივიანა, შინაარსი კი არასრულია.

მერის თანაშემწეებს შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი აქვთ სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობები, მათ შორის:

• მუნიციპალიტეტში ახალგზარდული პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და განხორციელების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით, სათანადო ღონისძიებების დაგეგმვა, ახალგაზრდული იდეების დამუშავებაში მონაწილეობა და აღნიშნული სფეროს განვითარების კოორდინაცია;
• თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საფინანსო / ეკონომიკური / სამართლებრივი საქმიანობის აუდიტორული მონიტორინგი;
• სოციალური მიმართულების კოორდინაცია;
• დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესრულების კონტროლი, მერის დავალებით სამსახურებრივ საკითხებზე ელექტრონული მიმოწერის წარმოება და სხვა;

დავით თავდიდიშვილი (მოვალეობას ასრულებს 2017 წლიდან)

აკიფ ალიევი (მოვალეობას ასრულებს 2018 წლიდან)აკიფ ალიევი (მოვალეობას ასრულებს 2018 წლიდან)

ადილ ალიევი (მოვალეობას ასრულებს 2019 წლიდან)

მალხაზ სამაშვილი (მოვალეობას ასრულებს 2020 წლის ივნისიდან)

ჩვენ წერილში ვითხოვდით იმასაც, რომ მოეწოდებინათ თითოეულ მათგანს მარნეულის მუნიციპალიტეტში თანაშემწის პოზიციის დაკავებიდან დღემდე რა სამუშაოები აქვთ განხორციელებული, თუმცა მერიიდან არასრული ინფორმაცია მივიღეთ.

აღსანიშნავია, რომ თითოეული მათგანის სახელფასო ანაზღაურება თვეში დაახლოებით 2 000 ლარია.

თეა დავაძე
რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები