მაყვლისა და ჟოლოს ბიო მეურნეობა - სამი ქალი წამოწყება მარნეულის სოფელ არაფლოში
2017 წელს სამმა ქალმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ არაფლოში შვიდ ჰექტარზე ჟოლოს და მაყვლის მეურნეობა გააშენა.

ნახევარ ტერიტორიაზე სამი ჯიშის ჟოლო, ხოლო მეორე ნახევარზე ორი ჯიშის მაყვალია გაშენებული. წინა წელს ფერმერებმა ოთხი ტონა ჟოლო და ექვსი ტონა მაყვალი მოიყვანეს, წელს კი ვარაუდობენ რომ მოსავალი სამჯერ მაინც გაიზრდება.

„ეს მეურნეობა არის ბიო მეურნეობა. გვაქვს ევროპის სერთიფიკატი, როგორც ბიო მეურნეობას. არანაირი შხამქიმიკატი, არანაირი ჰერბიციდი, პესტიციდი აქ არ გამოიყენება. ვმუშაობთ მხოლოდ ბიო სასუქებით და ბიო პრეპარატებით, ამიტომ მეურნეობა მოითხოვს დიდძალ შრომას“ - გვეუბნება ხათუნა ქუთათელაძე

ხათუნამ მაყვლისა და ჟოლოს ფერმა მის დასთან და მეგობართან ერთად შექმნა. ქალებმა მეურნეობაში ადგილობრივი მოსახლეობაც დაასაქმეს.

„ყოველ მეორე დღეს დაახლოებით 10-15 ქალი მუშაობს ჩვენს ბაღში. ესენი არიან ადგილობრივი მოსახლეები. ჩვენს შემთხვევაში ძალიან ბევრი მუშახელი გვჭირდება ვინაიდან ყველაფერს ხელით ვაკეთებთ“ - ამბობს ხათუნა ქუთათელაძე

მეურნეობის მუშაობას გარკვეულწილად ხელი შეუშალა კორონავირუსის გავრცელებამ და მარნეულის ჩაკეტვამაც. ხათუნას თქმით, მარნეულის ჩაკეტვის პერიოდში თბილისიდან მეურნეობაში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ. სამინისტროებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობის შემდგომ კი მარნეულში შემოსვლისათვის საშვის აღება მოახერხეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა