ალგეთის პოლიციის ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავეს. ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავრცელა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით მიმდინარეობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google