მარნეულში მერაბ კოსტავას ძეგლს დადგამენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ქალაქ მარნეულში, მერაბ კოსტავას ქუჩის დასაწყისში, კოსტავას ძეგლის განთავსების სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი გამოაცხადა.

„პროექტით მერაბ კოსტავას რელიეფი მაგრდება 4.30 მ სიმაღლის მონოლითური ბეტონის კედელზე, რომელიც მოპირკეთებულია თეთრი მარმარილოს ფილებით. კედლის ქვედა ნაწილის 0.50 მ მოპირკეთდება ბაზალტის ფილებით.

რელიეფის ქვეშ გათვალისწინებულია წარწერა (მერაბ კოსტავა) ლატუნის ან ნიკელის ასოები.

კედლის უკანა მხარეს გათვალისწინებულია ტექსტი მერაბ კოსტავას ლიტერატურული ნაწარმოებიდან“
- წერია სატენდერო დოკუმენტაციაში

მარნეულის მერიამ მერაბ კოსტავას ძეგლის განთავსების სამუშაოების შესყიდვისათვის 10 480 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ ტენდერი 20 ივლისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 28-დან 31 ივლისამდე პერიოდში შეეძლებათ.

მერაბ კოსტავა საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო და საქართველოს ეროვნული გმირია.

რადიო „მარნეული“


ფოტო: სატენდერო დოკუმენტაციიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები