მარნეულის მერია „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ აცხადებს
2020 წლის 21 ივლისიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა აცხადებს პროექტების მიღებას – „ახალგაზრდული იდეების კონკურსის“ ფარგლებში.
პროექტების წარმოდგენა შეუძლიათ მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და აქტიურ ახალგაზრდებს.

მერიის მიერ განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წარმოდგენილი პროექტის ან ღონისძიების იდეა უნდა შეესაბამებოდეს ჩამოთვლილი მიზნებიდან ერთ-ერთს:

1. მოქალაქეობრივი ცნობიერების ამაღლება და ინტეგრაცია;
2. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;
3. გარემოს დაცვა;
4. თანასწორი შესაძლებლობები და სპეციალური საჭიროების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა;


თითოეული პროექტი შესაძლებელია დაფინანსდეს მაქსიმუმ 3000 ლარით.
საპროექტო განაცხადის ფორმა უნდა შეიცავდეს სრულყოფილ ინფორმაციას წარმოდგენილი კრიტერიუმების შესაბამისად:

• ინფორმაცია აპლიკანტის შესახებ;
– ორგანიზაციის/ფიზიკური პირის სახელი;
– მისამართი;
– ტელეფონი;
– ელექტრონული ფოსტა;
• პროექტის დასახელება;
• პრობლემის განსაზღვრა;
• მიზანი;
• ამოცანები;
• განხორციელების გზები/ ღონისძიებები (მდებარეობის მითითებით);
• პროექტის შესრულების ვადა/განრიგი (არაუმეტეს 4 თვისა);
• პროექტის განხორციელებაში ჩართული პირები, მათი პოზიციები და კონკრეტული მოვალეობები შემოთავაზებულ პროექტში:
• ხარჯთაღრიცხვა/თანადაფინანსება;
• მდგრადობა/გრძელვადიანი შედეგები;


მერიის მიერ განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, წარმოდგენილი პროექტები შეფასდება ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური კომისიის მიერ.
პროექტები უნდა შემოიტანოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარიაში, ან გამოგზავნოთ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ელ. ფოსტაზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

პროექტების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 7 აგვისტო.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
მარნეულის მერის თანაშემწე ახალგაზრდულ საკითხებში – ადილ ალიევი, ტელ: 599 39 09 34;
სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით – მარიამ ტყეშელაშვილი, ტელ: 591 70 02 45;

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები