მარნეულის მერია სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხს ხვალ გადაწყვეტს
„ხვალ, შემაჯამებელ სხდომას გავაკეთებთ და განვსაზღვრავთ ზარალის მიხედვით რა ფორმით დავეხმარებით დაზარალებულ მოსახლეობას“ - ასე ეხმაურება მარნეულის მერის მოადგილე, ზაურ ტაბატაძე, მარნეულში 16 ივლისს სტიქიით დაზარალებულ ოჯახების დახმაების საკითხს. როგორც ტაბატაძე განმარტავს, მუნიციპალიტეტში სპეციალური კომისია უკვე შექმნა და ზარალის დათვლაც ბოლო ეტაპებს გადის.

„ზარალის დამთვლელი კომისია იმ დილითვე შეიქმნა, როდესაც სტიქია მოხდა. პირველ ეტაპზე ჩატარდა გაწმენდითი სამუშაოები. 14 ოჯახი გადავიყვანეთ სასტუმროში . კომისიამ იმუშავა ზარალის დადგენაზე, ხვალ შევაჯამებთ ამ ყველაფერს. სატუმროდან დაბრუნდნენ უკვე ოჯახები იმიტომ, რომ უკვე მოხდა სახლების გაწმენდითი სამუშაოები“ -თქვა ზაურ ტაბატაძემ და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტში შემქნილი ზარალის კომისია დაკომპლექტდა როგორც მარნეულის მერიის ასევე საკრებულოს წარმომადგენლებით.

მარნეულში ვაჟა ფაშაველასა და აღმაშენებლის ქუჩები 16 ივლისს დაიტბორა.
სტიქია იაღლუჯიდან წამოსულმა ნიაღვარმა გამოიწვია. წყალი მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებში შევარდა. სტიქიური მოვლენის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართული, განადგურდა საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მოსახლეობის ნაწილს დაეხოცა შინაური ფრინველი.

ამ პერიოდის განმავლობაში დაზარალებული მოსახლეობა დახმარების მოთხოვნით არაერთხელ იყო მისული მარნეულის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები