მარნეულს წელს შვიდი მედალოსანი მოსწავლე ჰყავს
მარნეულის მუნიციპალტეტში 2019-2020 სასწავო წელი მედალზე შვიდმა მოსწავლემ დაამთავრა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა უთხრა. ომაროვის განმარტებით, აქედან სამი ოქროს, ოთხი კი ვერცხლის მედალოსანია, მაგრამ შესაძლოა ვერცხლისა და ოქროს მედლის რაოდენობა შეიცვალოს.

რადო „მარნეული“ 24 ივლისს გაგაცნობთ მედალოსანი მოსწავლეების სკოლების ჩამონათვალს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს მარნეულის მასშტაბით სკოლა მედალზე 15-მა მოსწავლემ დაამთავრა.

მათთვის 2019 წლის 18 ივნისს, მარნეულის მერის ინიციატივით, ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. 

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print