„ალბათ, ჩემი აზრით, არის რეალური კანდიდატი“ - თამაზ ნავერიანი მარნეულის მერის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებაზე
„ზაურ დარგალი, ალბათ, ჩემი აზრით, არის რეალური კანდიდატია იმისათვის, რომ არჩევნებში „ქართული ოცნება“ მოიგებს“ - ასე გამოეხმაურა მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი „ქართული ოცნების“ მიერ მარნეულის მოქმედი მერის ზაურ დარგალის მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებას.

ნავერიანის თქმით, ის მხარს უჭერს ზაურ დარგალს.

მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მარნეულის მერი ზაურ დარგალი, 20 ივლისს, წარადგინა.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, მოქმედ მერს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს რის გამოც, მარნეულის მერმა სტატუსი უნდა შეიწყვიტოს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, 30 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისად, ზაურ დარგალმა მერობის სტატუსი 30 სექტემბრამდე უნდა შეიწყვიტოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები