შულავერში ორი სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა
მარნეულის სოფელ შულავერში, მარნეული-სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე,
ორი სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.
ერთ-ერთი სატვირთო, რომელიც შეშით იყო დატვირთული, გადატრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ
ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.
რადიო „მარნეული“