შულავერში ორი სატვირთო ერთმანეთს შეეჯახა
მარნეულის სოფელ შულავერში, მარნეული-სადახლოს დამაკავშირებელ გზაზე, ორი სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა.

ერთ-ერთი სატვირთო, რომელიც შეშით იყო დატვირთული, გადატრიალდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო „მარნეულს“ განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებაა დაწყებული.

რადიო „მარნეული“

Print