აღმამედლოს მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა აქვს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ აღმამედლოში მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა აქვს.

მათ ერთგვარი საპროტესტო აქცი გამართეს 29 ივლისს, და სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოსავალს დროულად ვერ რწყავენ და პროდუქტიც უფუჭდებათ. მათი თქმით, წლებია სოფელი მსგავსი გამოწვევის წინაშე დგას.
რაშად გამბაროვი აღმამედლოში ცხოვრობს. მისი თქმით, ბანკიდან ასი ათასი ლარი 5 ჰექტარი ხეხილის გასაშენებლაგ გამოიტანა, თუმცა უწყლოობის გამო ხეები ხმება.

„5 ჰექტარზე ბაღია, დეკორატიული ხეებია. უცხოეთიდან ჩამოვიტანე მთავრობის მხარდაჭერით. ვერ ვრწყავთ რადგან წყალი არაა და ხეები ხმება“

„ხალხს უწევს თავიანთი მანქანით წყლის მოზიდვა, რომ მოსავალი არ გაფუჭდეს. რატომ? ეს ასე არ უნდა იყოს. ჩვენ გვინდა რომ სოფელში მოვიდეს ადგილობრივი თვითმმართველობა და მოაგვაროს პრობლემა"


მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი აშრაფ დუქანოვი რადიო მარნეულთან საუბრისას აცხადებს, რომ აღმამედლოში გამავალი არხით 6 სოფელი სარგებლობს და საერთო ჯამში 12 ათასი ჰექტარი მიწას რწყავენ. დეპუტატის თქმით, ადგილობრივების თანხმობის გარეშე დამია გიორარხში ჰესი ააშენეს და ამიტომ შეიქმნა სოფელში პრობლემა.

მოსახლეობამ პირადად მე მომმართა და მეც გუბერნატორს, მერს, დეპუტატებს მივაწოდე ინფორმაცია. ღამის 5 საათზე ჰესის პატრონს დაუძახეს და გადააკეტინეს. 3 დღეა ამით არიან დაკავებულნი. არხი 12 კუბზეა გათვალისიწნებული.ახლა 5 კუბზე მშაობს და მაგის 3 კუბს თუ ჰესი იღებს, დარჩენილი 2 კუბი პირველ სოფლამდეც ვერ ახწევს. მოსახლეობის საქონელი, საკრმიდამო მიწის ნაკვეთები მაგაზეა დამოკიდებული“ - თქვა სოფლის დეპუტატმა

აქციის დროს სოფელში ჩავიდა ევროპული საქართველოს მარნეულის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ახმედ იმამყულიევიც.

„ჩვენ მოვედით რომ ხალხთან ერთად ვნახოთ პრობლემა რაშია. გაირკვა რომ დამია გიორარხში ჰესია აშენებული და 2016 წელს გადაეცა სარგებლობაში ამიტომაც წყალი არ მოდის მოსახლეობამდე. ახლა ხალხთან ერთად ხელმოწერებს ვაგროვებთ და ხელისუფლებისგან მოვითხოვთ რომ ეს ჰესი გააუქმონ“

როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ განუმარტა, პრობლემა ავარიული დაზიანების გამო შეიქმნა.

„მიმდინარე წლის ივლისის თვეში მანდ ახალი სადახლოს ჯუკერზე მოდა აარიული დაზიანება ჯუკერის და იყო იმის საშიშროება, რომ ჯუკერი მთლიანად დაინგრეოდა და უწყლოდ დარჩებოდა მთელი დამია გეორარხის სოფლები და კასუმლო-აღმამედლოს ზონის სოფლები. შვიდი დღით იყო დაკეტილი წყალი, მიმდინარეობდა წმენდითი სამუშაოები, რომლის საჭიროებაც მოითხოვდა რომ ეკოლოგიური მეთოდებით ეს დაზიანება აღმოფხვრილიყო აქედანგამომდინარე შაბათს მოვახერხეთ ავარიული ნაწილის აღდგენა, კვირას ცოტა წყალი გავუშით და ორშაბათიდან უკვე დაიწყო დატესტვის პრინციპით წყლის გამოშვება. ახლა ვცდილობთ იმდენი წყალი გაოვუშვათ, რაც საჭიროება არსებობს აღმამედლოსა და კასუმლოში. ამჟამად აღმამედლოში წყლის ჩაყვანის პრობლემა მოხსნილია, რადგანაც იქ ჩვეულებრივად რწყავენ ფართობებს. ხვალ და ზეგ კიდევ გადაიხედება რა სიტუაცია იქნება ავარიულ მოონაკვეთზე“ - თქვა ალექსანდრე შუკაკიძემ

 

Print