„ვიდრე წყალარინების პროექტს არ დავამთავრებთ, მარნეულში ინფრასტრუქტურული პროექტები არ დაიწყება“ - ზაურ დარგალი

„მინდა აღვნშნო, რომ წყალარინების პროექტი სანამ არ დასრულდება მარნეულში, ინფრასტრუქტურული პროექტები არ დაიწყება“- ეს განცხადებამარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა რადიო „მარნეულთან“ გააკეთა.

მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ ქალაქი მარნეული, სოფელი ყიზილაჯლო, ჯანდარის დასახლება, წერეთელი და საიმერლო 24 საათიან სასმელ წყლით იქნება უზრუნველყოფილი.

ეს ჩვენთვის ისტროიული პროექტია. ვფიქრობ, რომ გეგმის მიხედვით ჩვენ 2021 წლამდე ამ პროექტს მოვრჩებით და მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამის შემდეგ ჩვენ ქალაქში დიდი მასშტაბით ინფრასტრუქუტურული პროექტების განხორციელებას დავიწყებთ. ეს ყველა ქუჩის მოასფალტებას და ქალაქის კეთილმოწყობას გულისხმობ. ჩვენი მიზანია რომ შიდა ხაზები გავიყვანოთ და მერე მოკლე დროში მთელ ქალაქში გზის ინფრასტრუქტირა ერთ წელიწადში მოვაწესრიგოთ“ - თქვა ზაურ დარგალმა.

მარნეულის მერმა, რადიო მარნეულთან საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ სექტემბრიდან მარნეულში ახალი სამგზავრო ავტობუსები იმოძრავებს.

„ტრანსპორტთან დაკავშირებით იცით რომ მოსახლეობას დავპირდით და 5 ავტობუსი ვიყიდეთ. ეტაპობრივად დავამატებთ ტრანსპორტს ყოველ წელს სოფლების მიმართულებითაც“

აღსანიშნავია, რომ წყალარინების სისტემის მშენებლობის პროექტს, ურბანული მომსახურების გაუმჯობესების ინვესტირების პროგრამის ფარგლებში, აზიის განვითარების ბანკი 55,940,022 დოლარით აფინანსებს.

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები