Xəbərlər
ქუთლიარში ყურბან-ბაირამის დღესასწაულზე შეჭირვებულ ოჯახებს ხორცი დაურიგეს
31 ივლისს, ქუთლიარში ყურბან ბაირამთან დაკავშირებით მოსახლეობას ხორცი დაურიგეს. სოფელში რამდენიმე ახალგაზრდამ შესაწირი დაკლა და შეჭირვებულებს დაურიგეს.

დღესასწაულისთვის ცხვრების შესაძენი თანხა ადგილობრივმა მცხოვრება, რომელიც ამჟამად თურქეთში ცხოვრობს გამოაგზავნა.

ჰიჯრი-გემერის კალენდრით ყურბან ბაირამი წელს 31 ივლისს დაიწყო და 2 აგვისტომდე, 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/marneulifm/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია