აზერ სულეიმანოვი „ენმ“-ს მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი პარლამენტარი აზერ სულეიმანოვი იქნება.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აზერ სულეიმანოვმა განაცხადა, რომ პარტიაში მისი კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

„ჩვენი გეგმაა რომ გადავარჩინოთ საქართველო ამ ბინძური ხელისუფლების ხელიდან. ცხოვრებაა საქართველოში გაჩერებული და ჩვენი ბრძოლა იქნება გამარჯვებისათვის, საქართველოს გამარჯვებისათვის. პირადად აზერ სულეიმანოვის გამარჯვება არაფერს არ ნიშნავს, საქართველომ უნდა გაიმარჯოს“ - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა

მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ამბობს, რომ ის პირველივე ტურში გაიმარჯვებს.

აზერ სულეიმანოვი საქართველოს პარლამენტის ოთხი მოწვევის დეპუტატია. პირველი სამი მოწვევისას ის მარნეულის მაჟორიტარი იყო, ხოლო ბოლო 2016-2020 წლის მოწვევის პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიით შევიდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები