სიახლე
მარნეულის ცენტრალურ პარკში ინვენტარის დაზიანებაზე პასუხისმგებელი დაცვა იქნება
მარნეულის მუნიციპალიტეტის ცენტრლური პარკის მოვლა/შენახვის ვალდებულება დაცვის პოლიციას დაეკისრა. ამის შესახებ ინფორმაცია მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ობჯანიძემ გვითხრა. როგორც ის განმარტავს, პარკის ტერიტორიის დასაცავად ორი ადამიანი ხელშეკრულებით დაასაქმეს, რომლებიც ცვლაში იმუშავებენ. 

„ჩვენ უკვე გავაფორმეთ ხელშეკრულება დაცვის პოლიციასთან. დაცვის პოლიცია დაიცავს იქ არსებულ ინვენტარს და იქნება პასუხისმგებელი იქ მომხდარ საკითხებთან დაკავშირებით. გააკეთებს რეაგირებას დაზიანების შემთხვევაში. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი და პრევენცია, რომ შევინახოთ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ცენტრალურ პარკში არის მოწყობილი. შედეგებს, რა თქმა უნდა, დავინახავთ და დროც გვიჩვენებს. ვფიქრობ, ხალხიც მიეჩვევა იქიდან გამომდინარე, რომ დაცვის პოლიცია იქ 24 საათიან რეჟიმში იქნება“

ლობჯანიძის თქმით, რამდენიმე სათვალთვალო კამერა ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე უკვე ჩართულია.

მარნეულში რეკრეაციული ზონის მოსაწყობად მერიამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, თუმცა გახსნიდან ხუთ თვეში, პარკში ინვენტარის უმეტესობა დაზინდა. სივრცე რამდენიმე ზონადაა დაყოფილი. მათ შორისაა საბავშვო ზონა, სადაც საქანელების უმეტესობა მწყობრიდან გამოვიდა. ფაქტობრივად, ყველა მათგანი ახლა კუსტარულადაა შეკეთებული, საქანელების ნაწილი კი ადგილზე აღარაა.

მარნეულში მონუმენტური ძეგლის „კიდევაც დაიზრდებიან“-ის რეაბილიტაციისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები შპს „ინტერტექნოლოგმა“ ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად შეასრულა.

ამავე თემაზე:მარნეულის ცენტრალური პარკის მოვლა-შენახვის ალტერნატივას მერია ჯერ არ ამხელს
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია