Xəbərlər
3-4 ათასი ლარი ჩემი ხელფასიდან დაიკავეს, ვისი რა საქმეა? - რუსლან ჰაჯიევი პარლამენტის სხდომების გაცდენაზე

მარნეულელი დეპუტატი რუსლან ჰაჯიევს საპარლამენტო სხდომების გაცდენისა და სიტყვით გამოუსვლელობის გამო, ხელფასიდან 3 699 ლარი 20 თეთრი დაუკავეს.


რუსლან გაჯიევს 2019 წლის განმავლობაში, არასაპატიო მიზეზით, გაცდენილი აქვს პარლამენტის 10 პლენარული და 11 კომიტეტის სხდომა. ის პლენარული სხდომების, არასაპატიო მიზეზით, გაცდენილ დეპუტატებთა სამეულში შედის. ჰაჯიევი გვეუბნება, რომ გაცდენების სერიოზული მიზეზი აქვს.

„დიახ, პარლამენტის სხდომებს ვერ დავესწარი. შარშან 2019 წელს საარჩევნო შტაბის უფროსი გავხდი და ვერ წავედი. ხელფასი ჩემია, თუ დაიკავეს მერე რა. რა თქმა უნდა, მე მიზეზი მქონდა. მარნეულის შტაბის უფროსი ვარ და ამიტომ სესიას ვერ დავესწარი. 3-4 ათასი ლარი ჩემი ხელფასიდან დაიკავეს ვისი რა საქმეა? წერენ, რომ რუსლან ჰაჯიევი დააჯარიმეს პარლამენტში რომ არ მიდისო. ასეთი რამე როგორ შეიძლება? დიახ დაუსწრებლობის გამო ხელფასიდან დაიკავეს თანხა, მაგრამ არ დამაჯარიმეს. ეს არაა ჯარიმა“

ჰაჯიევი პარლამეტში სიტყვით არ გამოსვლას, სხვა დეპუტატების ხარჯზე ხსნის.

21 დეპუტატი არ გამოსულა სიტყვით. ბევრჯერ ჩვენი მეგობარი, სავალან მირზოევი გამოვიდა სიტყვით. უპასუხისმგებლო კომენტარებს ვხედავ ხოლმე ინტერნეტსივრცეში“

გაჯიევის თქმით, მარნეულში მოქმედმა მედიასაშუალებებმა საკითხი შეუსწავლელად გაშუქეს. დეპუტატი ამბობს, რომ, როდესაც მისი დაჯარიმების შესახებ კითხულობდა ამბავს ეცინებოდა, კომენტარების გამო კი სრცხვენოდა.

ჰაჯიევი აცხადებს რომ 21 დეპუტატს შორის არამხოლოდ მარნეულიდან სხვა რეგიონებიდანაც დეპუტატები დააჯრიმდნენ.

საანგარიშო პერიოდში, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10 % დაუკავდა, 43 შემთხვევაში. საერთო ჯამში, სანქციის ოდენობა 39 651 დარისა და 60 თეთრს შეადგენს.

კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ხელფასის 10 % დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში. საერთო ჯამში, ფინანსურმა სანქციებმა 23 934 ლარი და 20 თეთრი შეადგინა.

 

FaceBook Twitter Google
დაიცავი დისტანცია