მარნეულის მერმა ავტომობილი 40 000 ლარად გაყიდა - დეკლარაცია
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა Mersedes Benz-ის ფირმის ავტომანქანა 2019 წლის 24 სექტემბერს 40 000 ლარად გაყიდა.

ზაურ დარგალის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, რომელიც მარნეულის მერმა 2020 წლის 30 ივნისს გამოაქვეყნა, ის არ ფლობს უძრავ ქონებას. მის სახელზე რეგისტრირებული არაა მოძრავი ქონებაც.

2019 წლის ქონებრივ დეკლარაციის მიხედვით დარგალი მოძრავი ქონების სახით Mersedes Benz-ის ფირმის ავტომანქანას ფლობდა, რომელიც 2017 წელს 60 000 ლარად შეიძინა. დარგალმა სწორედ ეს მანქანა გაყიდა.

უძრავ ქონებას ფლობს ზაურ დარგალის ცოლი რენა ნურმამედოვა. ნურმამედოვას საკუთრებაშია ორი მიწის ნაკვეთი. მარნეულში მუსხელიძის ქუჩაზე მდებარე 625 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მას 2016 წელს აჩუქეს, დეკლარაციაში მჩუქებელის ვინაობა არ ჩანს. ამავე ქუჩაზე კი 2018 წელს 15 000 დოლარად შეიძინა 50,2 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

რადიო „მარნეული“

Print