მარნეული
One Caucasus წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
მარნეულის მუნიციპალიტეტში ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ (One Caucasus) წელსაც ჩატარდება. ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის გამო შეცვლილი ფორმატით გაიმართება. როგორ ჩვენთან საუბარში ფესტივალის ხელმძღვანელმა საქართველოში ირაკლი მიქიანმა თქვა, მზად არიან მაქსიმალურად იზრუნონ დამსწრეთა ჯანმრთელობაზე.  ღონისძება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე ჩატარდება.

„წლევანდელი ფესტივალი გარკვეული მიზეზების გამო გადავწყვიტეთ, რომ ჩავატაროთ მაინც. ბევრი მიზეზი არის ამის, მათ შორის არის ისიც, რომ ჩვენს ღონისძიბებს ადგილობრივები ისევ ელოდებიან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, იმდენად არიან დამოკიდებული ჩვენს ღონისძიებაზე და მათ დასაქმებაზე, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ფესტივალი წელს არ ჩავარდეს.. მეორე მხრივ სახიფათო მაინც არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა სანიტარულ ნორმას და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს დავიცავთ. არ გვეყოლება 1000 ადამიანი ჩვენ ღონისძიებებზე, ჩვენ უფლება გვაქვს რომ 200 ადამიანი მოვიყვანოთ კულტურულ ღონისძიებაზე. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ არავის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას“


ირაკლი მიქიანი გვეუბნება, რომ ფესტივალი 27-30 აგვისტოს პერიოდში ჩატარდება, თუმცა ტრადიციული შეკრების ადგილი მხოლოდ წერაქვი აღარ იქნება. ღონისძიება სამ სოფელში ჩატარდება.

„ახლანდელი ინფორმაციით, კონცერტები გაიმართება ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ დასახლებაში. გვინდა, რომ ერთი დღე კონცერტი გავაკეთოთ სადახლოში, ერთი დღეს კონცერტი შაუმიანში და ერთი დღ კონცერტი წერაქვში. იქიდან გამომდინარე, რომ სასურველია ბევრი ხალხი არ მივიდეს ფესტივალზე, ფესტივალი მივა ხალხთან თვითონ. მაგალითად, ვინც შაუმიანიდან ამოდიოდა წერაქვში ახლა თვითონ შაუმიანში გაიმართება და ასევე, ონლაინ პლატფორმასაც გამოვიყნებთ. ვინც ვერ დაესწრება ღონისძიებას, შეუძლიათ ონლაინაც ადევნონ თვალი“.

წლევანდელი ფესტივალი განსხვავებული იქნება იმითაც, რომ გასული წლის მსგავსად, მოხალისეებს სხვადასხვა ქვეყნიდან ვერ ჩამოიყვანენ. 

„ფაქტობრივად ვერავინ ჩამოგვყავს, თუმცა მაინც გვინდა მთავარი არქიტექტორი აზერბაიჯანიდან ჩამოვიყვანოთ, გვინდა აზერბაიჯანელი მომღერალი ჩამოვიყვანოთ. ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ. ჩვენს მოხალისეობრივ პროგრამაში წელს დარეგისტრირდა ასი ადამიანი. აქიდან ვინც ავარჩიეთ, ძალიან ბევრი არის საქართველოს რეზიდენტი. თუ საზღვარი არავინ გადმოკვეთა, ჩვენს გუნდში მაინც იქნება ექვსი შვიდი ქვეყნის წარმომადგენელი“

One Caucasus-ის ოგანიზატორები ახლა ფესტივალის დაგეგმვის პროცესში არიან. ღონისძიებას ფინანსურად დაეხმარება ადგილობრივი თვითმმართველობაც. მარნეულში „ერთინი კავკასია“ მეხუთედ ტარდება.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია