მარნეულელ სპოტსმენს საქართველოს კიკბოქსინგის და კარატეს ფედერაციის პრეზიდენტობა შესთავაზეს

ფაიგმა მამედოვმა კარატეზე სიარული 12 წლის ასაკში, 1989 წელს, დაიწყო. გარკვეული მიზეზების გამო, 1998 წლიდან ტაეკვანდოზე გააგრძელა ვარჯიში.

ორი წლის შემდეგ კი მწვრთნელი გახდა. ფაიგი ამაყობს, რომ მისი გაზრდილი სპორტსმენები მსოფლიო ჩემპიონები არიან.

„დღემდე 4 მსოფლიო ჩემპიონი აღვზარდე. 1 კი ევროპის ჩემპიონი გახდა. ამ დროის განმავლობაში ბერვი საქართველოს ჩემპიონი მოვამზადე. მიხუდევად იმისა, რომ პირობები არ გვაქვს, ხედავთ რა დღეში გავდივართ წრთვნებს, ასეთი დარბაზიდან მსოფლიო ჩემპიონის გასვლა დიდი პასუხისმეგბლობაა" - ამბობს ფაიგ მამედოვი

ფაიგ მამედოვის თქმით ამჟამად, მეექვსე სკოლის დარბაზში, რთულ მდგომარეობაში ვარჯიშობენ. მდგომარეობის მიუხედავად, ვარჯიშს მაინც აგრძელებენ. სპორტსმენი აცხადებს, რომ ახლო მომავალში ახალ სპორტულ დარბაზს გახსნის და იმედოვნებს, რომ ახალ დარბაზში გადასვლის შემდგომ მდგომარეობა გაუმჯობესდება.

ფაიგი აღნიშნავს, რომ ახლო მომავალში ის საქართველოს კიკბოქსისა და კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი გახდება.

„როგორც იცით, მე საქართველოს საიოკანის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ. მსოფლიო ალგაფუტის ფედერაციის ერთ-ერთი დამფუძნებელიც. ამ დღეებში შემომთავაზეს, რომ კიკბოქსის და კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი გავხდე. კახა ბესელიას მხრიდან შეთავაზება მივიღე. ჩემი სამქეები მოეწონა. მითხრა, თუ მოახერხებთ ეს სამქე შეასრულოთო. ჩემამდე ეს ტიტული სხვას ჰქონდა. რადგან მან მოვალეობა ვერ შეასრულა და ფედერაციაში კორუფცია იყო, ის გადააყენეს“ - ამბობს ფაიგ მამედოვი

ფაიგ მამედოვი ახალი სპორტის ტიპზე საუბრობს და ამბობს, რომ ახლო მომავალში პრეზენტაციას გეგმავს.

„ახალი ბრძოლის ტიპის სახელი თურქული ბრძოლაა. მასზე ვმუშაობთ დიდი საქმეები გავაკეთე. სახელზეც ბევრი ვიმუშავე. გვინდოდა ტუნკა დაგვერქმია, მსოფლიოს გავაცანით ტუნკა და მერე სახელი შევცვალეთ“ - გვითხრა ფაიგ მამედოვმა

მამედოვმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ მას მარნეულის მერიაც ეხმარება, მაგრამ ეს დახმარება საკმარისი არაა.

რადიო "მარნეული"

 

Print