სიახლე
მარნეულში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
დღეს, 11 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის შემთხვევა მესტიის კლასტერს უკავშირდება.

ლაფერაძის განმარტებით, ამ ეტაპზე ინფიცირებულის 18 კონტაქტია მოკვლეული და სამუშაოები კვლავ გრძელდება.

რადიო "მარნეულის" ინფორმაციით, ინფიცირებული შუახნის კაცია. 



რადიო "მარნეული"
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია