„ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ზღაპრების შექმნისთვის ახალგაზრდებს მიმართავს

„ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ ხალხური ზღაპრების გახმოვანება ისევ დაიწყო.



ორგანიზაციის თანამშრომლებმა მარნეულის ჩაკეტვისა და კარანტინის გამოცხადების დროს, ხალხური ზღაპრების გახმოვანება დაიწყო. ისინი ფოტო კოლაჟით ვიდეოს ამზადებდნენ და ახალგაზრდებისათვის სოციალურ ქსელში ავრცელებდნენ. ხალხურმა ზღაპრებმა ახალგაზრდებში ინტერესი გამოიწვია რის გამოც „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“ პროექტის გაგრძელება გადაწყვიტა.

„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ქამრან ეფენდიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ზღაპრების შექმნის ძირითადი მიზანი ახალგაზრდებისათვის ქართულ-აზერბაიჯანული ხალხური ღირებულებების გაცნობაა.

ეფენდიევის თქმით, ამჟამად სულხან საბა ორბელიანის ერთ-ერთ ნაწარმოებს აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნიან და ახლო მომავალში ამ ისტორიასაც გამოაქვეყნებენ. ორგანიზაცია ნაწარმოების ილუსტრირებისთვის ახალგაზრდებს ნახატების დახატვას სთავაზობს.

ზღაპრებისთვის საჭირო ნახატების გაგზავნა ამ ელექტრონულ მისამართებზეა შესაძლებელი:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it


 

Print