სიახლე
„ძალინ მინდა ბევრი კლასელი მყავდეს“ - ორი პირველკლასელი ოფრეთის სკოლაში
სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლაში ნახევარწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ზარი დაირეკა. საგანმანათლებლო დაწსებულებამ ორი პირველკლასელი, რობერტ მანუჩარიანი და კრისტინა კირინკაროვა მიიღო. სასკოლო ფორმაში გამოწყობილები საკუთრი საკლასო ოთახისკენ მიიჩქარიან და ახალ გარემოში ინტერესით იყურებინ. კამერის დანახვისას კი მორცხვობენ. რობერტი და კრისტინა სხვადასხვა სოფლიდან არიან, კლასელებმა უკვე გაიცნეს ეთმანეთი, განათლების სამინისტროსგან ნაჩუქარი კომპიუტერებიც მიიღეს და სწავლებას ხვალიდან აქტიურად შეუდგებიან.

„ძალიან მიხარია, რომ ვირუსების მიუხედავად, სკოლამ ფუნქციონირება გააგრძელა. ჩვენ მეზობელი სოფლიდან, ხოხმელიდან დავდივართ. ჩვენს სოფელში სკოლა არ არის, ამიტომ გვიწევს ოფრეთში სიარული. დღეს პირველი დღეა, მორცხვობს ჩემი შვილი, მაგრამ ძალიან უნდა სწავლა და უხარია“ - გვითხრა რობერტის დედამ გრეტა მანუჩარიანმა.

ოფრეთის საჯარო სკოლა რუსულენოვანია და საუკუნეებს ითვლის. 2020-2021 საწავლო წლის დწყებას მხოლოდ 8 მოსწავლით შეხვდნენ. დირექტორი, არკად მანუჩარიანი ამბობს, რომ გასულ წელს არცერთი პირველკლასელი არ ჰყავდათ. საგანმანათლებლო დაწესებულება მცირეკონტიგენტიანია და აქ მხოლოდ 9 კლასის განათლების მიღებაა შესაძლებელი.

„წელს ორი მოსწავლე მივიღეთ სკოლაში. ძალიან იშვიათია ასეთი შემთხვევები. შარშან, მაგალითად, საერთოდ არ გვყავდა პირველკლასელი და ზოგჯერ ერთი მოსწავლე გვყავს. ძალიან იშვიათია, როცა ორი მოსწავლლე ან მეტი გვყავს. ჩვენი სკოლა საბაზოა. სულ 5 კლასია პირველი, მესამე, მეექვსე მეშვიდე და მერვე“

კლასელები არ ჰყავთ მეექვსე და მეშვიდე კლასის მოსწავლეებს, სადაც მხოლოდ თითო ბავშვი ზის. რვა მოსწავლიდან უმრავლესობა მეზობელი სოფლებიდან დადის. განათლების მისაღებად კი კილომეტრების გავლა ზოგჯერ ფეხით, ზოგჯერ კი ავტომობილით უწევთ.

„მე ვარ მილენა სუკასიანი, თერთმეტი წლის, მეექვსე კლასში. კლასში მხოლოდ მე ვარ. ძალიან მინდა, რომ ბევრი კლასელები მყავდეს. თამაშით სკოლის ყველა მოსწავლესთან ვთამაშობ ხოლმე“ - ამბობს მეექვსე კლასელი მილენა

სოფელ ოფრეთის საჯარო სკოლაში ცხრა წლის წინ კახეთიდან ჩამოვიდა ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ მასწავლებელი თინა ბაწაშვილი. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, წლების წინ მოსწავლეებს ქართულად გამარჯობის თქმაც კი უჭირდათ.

„მცირეკონტიგენტიან სკოლაში იმყოფებით თქვენ და აქ ძნელია მოტივაციის შენარჩუნება, მაგრამ ვცდილობთ, რომ ბავშვები ისე ჩავრთოთ სასწავლო პროცესში, რომ მათთვის სახალისო და საინტერესო იყოს. ვუმეგობრდებით მეზობელ სკოლებს. ჩანახჩის საჯარო სკოლისა და ხოჯორნის სკოლის მასწავლებლები ვთანამშრომლობთ, ერთობლივ პროექტებს ვაკეთებთ და ასეთ შემთხვევებში ვახერხებთ, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა არ დაკარგონ მოტივაცია და ჩვენც ასე ვივსებით. როდესაც აქ ჩამოვედი, ქართულად გამარჯობის მოსმენაც ძნელი იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაშ ჩვენი შედეგი დავდეთ. უმრავლესობა კი არა 100-დან 99% საუბრობს ქართულად ახლანდელ პირველკლასელებს თუ არ ჩავთვლით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ რუსულენოვანი სკოლის ფონზე ქართული უკეთ იციან ვიდრე რუსული“

ოფრეთი მარნეულიდან დაახლოებით 45 კილომეტრში მდებარებსს. სოფელში 50-მდე ოჯახია,სადაც ქართველები, სომხები და ბერძნები ცხოვრობენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელი ნელ-ნელა ცარიელდება და საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდიან.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია