სიახლე
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 30 მილიონს გადააჭარბა.

შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული. ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსს 945 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა კი 21 800 000-ს შეადგენს.

კორონავირუსის ყველაზე მეტი - 6.8 მილიონი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მე-2 ადგილს ინდოეთი 5.1 მილიონი შემთხვევით იკავებს. აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, კოვიდ 19-ის ყველაზე მეტი - 4.4 მილიონი შემთხვევა ბრაზილიაში ფიქსირდება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია