მარნეულის ბაღებში არასაკმარისი ადგილების გამო 170 ბავშვი რეზერვშია
მარნეულში სკოლამდელი განალთლების მიღმა შესაძლოა 170 აღსაზრდელი დარჩეს. მათ საბავშვო ბაღში სიარულის შესაძლებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიეცემათ, თუ რომელიმე აღსაზრდელი ბაღს დატოვებს. როგორც რადიო „მარნეულს“ ბაგა-ბაღების გაერთიანების მეთოდისტმა ელნარა ამირასლანოვამ უთხრა, მსგავსი სიტუაცია ქალაქის ბაღებში მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჯგუფში 30 ბავშვზე მეტის მიღება აეკრძალათ. მისივე თქმით, სოფლებში ეს პრობლემა არ აქვთ.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის 11 ბაღში არცერთი რეზევი არ არის, ყველა დაკომპლექტდა ჯგუფების მიხედვით ასაკობრივად. ქალაქის სამ ბაღში კი ბავშვბი რეზერვში არიან. ამ სამ ბაღში სულ დარეგისტრირდა 380 აღსაზრდელი, აქედან 170 არის რეზერვი. როდესაც რომელიმე ბავშვი გადის ბაღდან მის ადგილას, იმ ჯგუფში, ასკის მიხედვით ვინც ელოდება თავის ჯგუფს ის ირიცხება ბაღში. ახალი კანონის თანახმად ჯგუფში უნდა იყოს მხოლოდ 30 აღსაზრდელი, ამიტომაც არის ქალაქში მსგავსი სიტუაცია“

მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, სადაც ჯამში 870 აღსაზრდელი დარეგისტრირდა. ბაღებში სწავლის განახლება 1 ოქტომბერს იგეგმება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები