რიგის ახალი სისტემა - ბანკთან სკამები დაალაგეს
მარნეულში „ლიბერთი ბანკის“ წინ რამდენიმე დღეა, რაც სკამები ჩაამწკრივეს. ასე, მოქალაქეებს ეძლევათ შესაძლებლობა ფეხზე არ იდგნენ და რიგს, დისტანციის დაცვით დაელოდონ. ბანკში შესვლაში მომლოდინეებს ბანკის თანამშრომელი ეხმარება და რიგის ნომრების მიხედვით შენობაში თერმოსკრინინგის შემდეგ შეჰყავს.

გასულ კვირას მარნეულში არსებულ ბანკებთან დიდი რიგები იდგა. ამის მიზეზი მთავრობის მიერ გაცემული დახმარბა იყო. მოქალაქეებს კი მზის გულზე უწევდათ საათობით ლოდინი.

„რამდენიმე დღეა, რაც სკამები დადგეს ბანკის წინ. აქამდე არ ეარ აკეთებდნენ ასეთ რამეს, ფული სჭირდება ხალხს და ყველას შესვლა უნდოდა ბანკში. ნიღბის გარეშე შესვალა აკრძალულია, მაგრამ ხალხს არ ესმის. მიდიან ნიღბის გარეშე და უკან უშვებენ იქიდან. ახლა კარგია დაშორებით ვზივართ ასე და რიგ რიგობით შევდივართ“

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ქვეყანაში კორონა ვირუსის შემთხვევებმა იმატა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები