“მსახიობის ადგილი სცენაა“- თბილისის აზერბაიჯანული დრამატული თეატრის ყოფილი მსახიობი ბინალი ისლამოღლუ
მსახიობმა ბინალ ისლამოღლუმ 16 სექტემბრიდან თეატრ „ერა”-ში მსახიობობა გააგრძელა. ისლამოღლუ უკვე 16 წელია, რაც ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის დრამატულრ აზერბაიჯანულ თეატრში მუშაობდა.

ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის დრამატული აზერბაიჯანული თეატრიდან წამოსვლის შემდეგ თეატრ „ერას“ დამფუძნებელის, ანარ რაფიქოღლუს შეთავაზებით დაიწყო მუშაობა.

ბინალი ისლამოღლუ ამბობს, რომ სცენის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენი, ამიტომ ანარის შეთავაზება სიხარულით მიიღო.

„მსახიობი სცენის გარეშე ვერ დარჩება. ეს ანარ რაფიგოღლუმ დააორგანიზა. მე სიხარულით მივიღე რომ მათთან მშაობა ჩემთვის ბედნიერებაა. თან ახალგაზრდა კადრებთან მუშაობა საინეტერსოა“.

მსახიობი აცხადებს, რომ ანარ რაფიგოღლუსთან ერთად , პანდემიის შემდეგ თეატრი „ერა“-ში ახალი გეგმები აქვთ.

მსახიობმა ფილმი „მერი 2“ გადაღების შესახებაც ისაუბრა და გამოაცხადა რომ ფილმის პირველ ნაწილში გარდაბნის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრობლემებია ნაჩვენები.

ის აცხადებს, რომ ფილმი მერის შემდეგ მუნიციპალიტეტში პრობლემები მოგვარდა. ამბობს, რომ ფილმ„მერი 2“-ში სხვა პრობლემებიცააა ასახული და ნოემბერში მოკლემეტრაჟიანი ფილმის მაყურებლებისათვის წარდდგენას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ ჰეიდარ ალიევის სახელობის თბილისის დრამატიული აზერბაიჯანული თეატრის თანამშრომლებიდან ბინალი ისლამოღლუ, აზერ მუსაოღლუ, ფაზილ ბაირამოვი და საერთო ჯამში 11 თანამშრომელი გაანთავისუფლეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google