"პრიანიკი" შოკოლადის გემოთი, ჩაი, ყავა - მარნეულის მერიამ შერიგების მინისტრის დასახვედრად 240 ლარი დახარჯა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას 18 სექტემბერს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სტუმრობა 240 ლარი დაუჯდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს, მოხსენებითი ბარათით ადმინისტრაციული სამსახურის მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა მიმართა.

„მოგახსენებთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში მ.წ. 18 სექტემბერს უნდა მოხდეს შეხვედრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამასთან დაკავშირებით გვესაჭიროება ტკბილეული, ყავა,ჩაი, ერთჯერადი ჭიქები, გაზიანი, მინერალური და სასმელი წყლები“ - წერია მოხსენებით ბარათში.

ადგილობრივმა თვითმმართველობამ გამარტივებული შესყიდვით  ხელშეკრულება შპს ,,კრალ-XXI“-ს გაუფორმა, სადაც სხვადასხვა სახის ტკბილეული, მათ შორის პრიანიკი (თაფლაკვერი) შოკოლადის გემოთი, ხაჭოს ნამცხვარი და ვაფლი თხილით შეიძინეს“




Print