კორონავირუსით ინფიცირებული შაუმიანის დევნილთა დასახლებიდანაა
მარნეულში კორონაისრუსის შემთხვეა „ავერსის“ კლინიკაში დაფიქსირდა. როგორც ამავე კლინიკის დირექტორმა, მანანა კაპანაძემ თქვა, პაციენტი მათ სამედიცინო დაწესებულებასი 23 სექტემბერს მოათავსეს. კოვიდინფიცირებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებიდან არის.

„კლინიკის შინაგანაწესის შესაბამისად, თითოეულ პაციენტს ვემსახურებით, როგორც პოტენციურ კოვიდპაციენტს. შესაბამისად, ჩვნი თითოეული თანამშრომელი იყო ეკიპირებული და ისე ემსახურებოდა პაციენტს. აღნიშნული პაციენტის ჩივილებიდან იყო გარკვეული ეჭვი ვირუსის. ამიტომ, ავიღეთ ანალიზი და მოვიდა დადებითი პასუხი. პროცესში ჩართულია ეპიდემიოლოგები, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. პაციენტი გადავა კოვიდინფექციურ კლინიკაში. ამჟამად ბოქსირებულ პალატაში იმყოფება“ - თქვა მანანა კაპანაძემ

რადენიმე თვეა, რაც მარნეულში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ გამოვლენილა

დღეს ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამავე თემაზე: მარნეულში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
Print