მარნეულში კორონავირუსზე ჩატარებული 22 ტესტის პასუხს ელოდებიან
დღეს, 25 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ჩატარებული 22 ტესტის პასუხი გახდება ცნობილი.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ ტესტირება გუშინ, 24 სექტემბერს, მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში გამოვლენილი შემთხვევის კონტაქტებს ჩაუტარდათ.

23 სექტემბერს მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები შუახნის ქალი შეიყვანეს. მას კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

„კლინიკის შინაგანაწესის შესაბამისად, თითოეულ პაციენტს ვემსახურებით, როგორც პოტენციურ კოვიდპაციენტს. შესაბამისად, ჩვენი თითოეული თანამშრომელი იყო ეკიპირებული და ისე ემსახურებოდა პაციენტს. აღნიშნული პაციენტის ჩივილებიდან იყო გარკვეული ეჭვი ვირუსის. ამიტომ, ავიღეთ ანალიზი და მოვიდა დადებითი პასუხი. პროცესში ჩართულია ეპიდემიოლოგები, მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა. პაციენტი გადავა კოვიდინფექციურ კლინიკაში. ამჟამად ბოქსირებულ პალატაში იმყოფება“ - გვითხრა მანანა კაპანაძემ 24 სექტემბერს

მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ რადიო „მარნეულს“ განუცხადა, რომ ინფიცირებულს სულ 22 კონტაქტი ჰქონდა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები