ახალი ურნები მარნეულის მერიამ შესაძლოა დაშტაფაშიც გაანაწილოს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში, ცენტრალურ ქუჩაზე ადვილად შეამჩნევთ ალაგ-ალაგ მიმოფანტულ ნარჩენებს. გამოყენებული ნემსები, შუშისა და პლასტმასის ბოთლები, მინის ნამსხვრევები, ბავშვის საფენები, ცხოველებისა და ფრინველების ნეშტი, - ასე გამოიყურება საცხოვრებელ სახლებთან არსებული უკანონო ნაგავსაყრელები. მოსახლეობა ოფიციალური კომენტარის მოცემას ერიდება, თუმცა პირად საუბრებში გვიყვება, რომ არასაკმარისი ურნების გამო, ნარჩენები სოფლიდან საკუთარი მანქანებით გამოაქვთ და უახლოეს ნაგავსაყრელებზე მიაქვთ.

ქუჩაში სამამდე ნაგვისურნა შევამჩნიეთ, რომლებიც გადავსებულია, ნარჩენები კი ძირს ყრია. ინფორმაციის გასარკვევად ჩვენ შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორს ლერი მუმლაძეს დავუკავშირდით. როგორც ის, ჩვენთან საუბარში ამბობს, სოფელ დაშტაბას ნარჩენებისგან დღეს გაასუფთავებენ. ახალი სანაგვე ურნების დადგმა კი მერიის ტენდერზეა დამოკიდებული.

„მაგ სოფელში, ნაგავმზიდი მანქადა დღესაც მივა და კვირასაც, პრობლემა არ იქნება დასუფთავების. ყველგან იგეგმება ნაგვის ურნების დამატება. ტენდერში გამარჯვებულია კომპანია, რომელმაც თუ არ ვცდები, 10 ოქტომბრამდე უნდა შემოიტანოს 300-ზე მეტი ნაგვის კონტეინერი. ყველგან დავდგამთ, რომელ სოფელსაც ვემსახურებით. სადაც არ ვარგა ურნები იქ გამოიცვლება და ა.შ“ - თქვა ლერი მუმლაძემ.

აღსანიშნავია, რო მარნეულის მუიციპალიტეტში სულ 83 სოფელია. შესაძლოა ითქას, რომ მარნეულის თითოეულ სოფელს, მინიმუმ ერთი უკანონო ნაგავსაყრელი მაინც აქვს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები