დოლარის გაზრდამ ფასების გაზრდა განაპირობა - გამოკითხვა მარნეულის ბაზარში

ლარი დოლართან მიმართებაში უკვე რამდენიმე წელია უფასურდება.

ბოლო პერიოდში დოლარის მკვეთრი ზრდა აღინიშნება, 3,8; 3,12; 3 ლარი და 28 თეთრი... არავინ იცის, თუ რა ნიშნულამდე ავა დოლარის ფასი. პანდემიის პირობებში საქართველოში ეკონომიკური მდგომარეობაც უარესდება.

ეკონომიკურ ენაზე საუბრის მაგივრად, ვისაუბროთ, თუ როგორ იცვლება ყოველდღიური ცხოვრება ჩვეულებრივი მოქალაქეებისათვის. მარნეულის ეკონომიკისთვის ყველაზე სტრატეგიული ადგილი მარნეულის ბაზარია. საინტერესოა, თუ როგორი გავლენა მოახდინა დოლარის ზრდამ ბაზრის მოვაჭრეებზე.

გამოკითხვის დროს როგორც მოვაჭრეები, ასევე მყიდველები შეფასებისგან თავს იკავებდნენ თუმცა პირად საუბრებში ცხოვრების ხარისხის გაუარესებაზე საუბრობენ.

„მატება არაა, ვაჭრობა არაა. ქორწილიც არაა, მყიდველი როგორ უნდა იყოს?! რა თქმა უნდა, გაძვირებამ იმოქმედა“.

„ოქრო გაძვირდა. დოლარის გაძვირება არაა კარგი. მხოლოდ ოქრო არაა, ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება“.

„ადრე ფეხსაცმელს 25 ლარად ვყიდიდი, ახლა 28 ლარად ვყიდი. მყიდველიც არაა. იაფად რომ გავყიდოთ კი იყიდდა ვინმე. ახლა ძვირად ვყიდით, არავინ არ ყიდულობს“.

„ვის უნდოდა დოლარის გაძვირება? ყველაფერი საზიანოა. ვაჭრობას ვაკეთებ, ყველაფერი გაძვირებულა. არაფრის ყიდვა გაყიდვა არ შეგვძლია“.

„რა თქმა უნდა დოლარის გაძვირებამ ყველას მიაყენა ზიანი. ისედაც კლიენტები არ იყვნენ. ახლა გაძვირდა ყველაფერი, ქორწილიც არაა და კლიენტი საიდან მოვა“
- ამბობენ მარნეულის ბაზრის მოვაჭრეები

მარნეულის ბაზრის მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პროდუქტებზე ფასების ზრდა დოლარის ზრდას უკავშირდება, მაგრამ ეს ერთადერთი პრობლემაა არაა. მოვაჭრეები საკუთარ პროდუქციას ვერ ყიდიან, რადგან ქვეყნის მასშტაბით ქორწილების გადახდა აკრძალულია. ოქროს ბეჭდები და ახალი ტანსაცმელი კი ყველაზე კარგად ქორწილების გადახდის პერიოდში იყიდება.



რადიო „მარნეული“

 

Print