პარტია „საქართველომ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ კანდიდატად გულსაფა აივაზოვა წარადგინა
პარტია „საქართველომ“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარად ქალი კანდიდატი წარადგინა. გულსაფა აივაზოვა ჯერჯერობით მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის ერთადერთი ქალი კანდიდატია. ის სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ თაზაქენდში ცხოვრობს. 1957 დაიბადა სოფელ მოლაოღლში და საშუალო სკოლაც იქ დაამთავრა. სკოლის დათავრების შემდეგ კი აზერბაიჯანის სახელმიწფო უნივერსიტეტში ენების ფაკულტეტზე ჩაირიცხა. გულსაფა აივაზოვა სოფელ თაზაქენდის სკოლაში აზერბაიჯანული ენის და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობა. 11 წელი კი სოფელ ბურმას საჯარო სკოლის დირექტორი იყო.

გულსაფა აივაზოვა რადიო „მარნეულთან“ პარტია საქართველოში ჩართვის შესახებ საუბრობს. მან თქვა, რომ პარტია „საქართველო“ ხალხს, საშობლოს, ქვეყნის სტაბილურობას უჭერს მხარს და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა პარტიის წევრობა.

„ყველა ვართ საქართველოს მოქალაქეები და უნდა შევეცადოთ, რომ ახალგაზრდებმა კარგად ისწავლონ ქართული ენა. იმიტომ, რომ ორი ძმა ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ჩემ ხალხთან შეხვედრები პირველი ოქტომბრის მერე დაიწყება. ხალხის პრობლემების შესახებ შევიტყობთ. შევეცდებით დავეხმაროთ მოგვარებაში. არის სოფლები სადაც წყალი, გზა , გაზი არაა. სკოლებში პრობლემებია და შევეცდებით რომ მათ დავეხმაროთ“


ამჟამად გულსაფა აივაზოვა აზერბაიჯანში მოქმედი „ბორჩალოს“ გამომცემლობის მიერ გამოქვეყნებული რამდნეიმე გაზეთის კორესპოდენტია საქართველოში. მას 4 შვილი და 11 შვილიშვილი ჰყავს.

Print