მარნეულში კორონავირუსზე ჩატარებული 39 ტესტის პასუხი ცნობილია
მარნეულში კორონავირუსზე ჩატარებული 39 ტესტი უარყოფითა. ოცდაცხრამეტივე ტესტი შაუმიანის დევნილთა დასახლებაში ინფიცირებულის კონტაქტებია. როგორც რადიო „მარნეულს“ მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ განუცხადა, ამჟამად, ადამიანების ნაწილი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი, ნაწილი კი თვითიზოლაციაში იმყოფება.
„პირველ დღეს 22 ტესტი, ხოლო მეორე დღეს დამატებით 17 ტესტი ავიღეთ და გადავაგზავნეთ ლუგარის ლაბორატორიაში. ყველა არის უარყოფითი. ყველა კონტაქტი, რომელიც მოძებული გვაქვს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, შეისწავლილი იყო მთლიანად. ნაწილი გადაყვანილია საკარანტინო სივრცეში, ნაწილი დარჩენილია თვითიზოლაციაში ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრის პასუხისმგებლობის ქვეშ“ - თქვა ზაურ ტაბატაძემ

23 სექტემბერს მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში სოფელ შაუმიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები შუახნის ქალი შეიყვანეს. მას კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა.

„კლინიკის შინაგანაწესის შესაბამისად, თითოეულ პაციენტს ვემსახურებით, როგორც პოტენციურ კოვიდპაციენტს. შესაბამისად, ჩვენი თითოეული თანამშრომელი იყო ეკიპირებული და ისე ემსახურებოდა პაციენტს. აღნიშნული პაციენტის ჩივილებიდან იყო გარკვეული ეჭვი ვირუსის. ამიტომ, ავიღეთ ანალიზი და მოვიდა დადებითი პასუხი“- გვითხრა მანანა კაპანაძემ 24 სექტემბერს.

აღსანიშნავია, რომ თვითიზოლაციასა და საკარნიტო სივრცეში ყოფნა 39 ადამიანს 12 დღის განმავლობაშ მოუწევს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები