იმამყულიევვის თქმით, მათ აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს
ევროპული საქართველოს აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს. ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ახმედ იმამყულიევი გვიდასტურებს და ამბობს, რომ შემთხვევა სადახლოში მოხდა. მაშინ, როდესაც სოფელში მათ სააგიტაციო ბანერს აკრავდნენ.

„ამჟამად მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკასთან ვიმყოფებით, მაგრამ ვფიქრობთ, რომ გადავიდეთ პოლიციის შენობასთან, რადგანაც ჩვენი აქტივისტი იქ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მაგრამ, სამწუხაროდ, ფაქტია მომხდარი ცუდი. ხომ შეიძლებოდა ეს ტყვია თვალში მოხვედროდა. მას ტყვია ფეხში მოხვდა“

თუ ვინ ესროლა აქტივისტს, ეს არ დაუნახავთ, თუმცა იმამყულიევი მომხდარში ქართულ ოცნებას ადანაშაულებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ამავე თემაზე: იმამყულიევის სააგიტაციო ბანერი სადახლოში ბოძიანად მოხსნეს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები