საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში ბრიფინგი გაიმართა (ვიდეო)
დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოში აზერბაიჯანსა და სომხეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა. ბრიფინგის დროს საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა აზერბიაჯანის მიერ განხორციელებულ კონტრშეტევის შესახებ პრესას ინფორმაცია მიაწოდა.

მრჩეველმა ბრიფინგის დროს განაცხადა, რომ გუშინ სომხეთის შეირაღებული ძალები აზერბაიჯანს თავს დაესხნენ.

ელდარ ბაირამოვის თქმით სომხეთის ხელისუფლება მშვიდობიანი მოქალაქეების სამიზნედ აღებით, საერთაშორისო ნორმებს უხეშად არღვევს.

„სომხეთის პოლიტიკურმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ახალი სამხედრო პროვოკაცია დაიწყო. აზერბაიჯანის ჯარი წარმატებულ ოპერაციებს ატარებს და რამდენიმე სოფელი გაათავისუფლეს ოკუპაციისგან. ჩვენი ჯარი სამხედრო ოპერაციებს აგრძელებს და მტერს სერიოზული პასუხი გასცა. ამჟამინდელი სიტუაციასთან და შედეგებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სომხეთს აკისრია“.

პრესის წარმომადგენლებს სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიიდან ფოტომასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული რიგი გადაწყვეტილებები და რეზოლუციების ასლი წარუდგინეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები