„ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ენმ“-ს წარმომადგენლებს თავს დაესხნენ
„მთავარი არხის“ იფორმაციით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს თავს აქციის გამართვის შემდეგ დაესხნენ. "მთავარი არხის" ჟურნალისტის თქმით, ლაშა ქველაძე დაახლოებით 10-მდე ადამიანი დაესხა თავს. ისინი მას ფიზიკურად გაუსწორნენ, ქველაძემ დაზიანებები სახის არეში მიიღო და ამ წუთებში ის სასწრაფო დახმარებას საავადმყოფოში გადაჰყავს.

დამტვრეულია მისი კუთვნილი მანქანაც. არსებული ინფორმაციით, ფიზიკურად მანქანაში მსხდომ 3 ადამიანს გაუსწორდნენ და თავმდამსხმელებს შორის საკრებულოს წევრი, ამირან გიორგაძე იყო.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დღის პირველ ნახევარშიც მოხდა

ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის გასამართად მივიდა. ისინი აპროტესტებდნენ საოლქო კომისიაში საუბნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევის პროცესს, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრებოდა.

რადიო მარნეული ამ წუთებში შემთხვევს ადგილზე მიდის და მასალას განვაახლებთ.

Print