"მთავარი არხის" ჟურნალისტს თავს დაესხნენ
„მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავს დაესხნენ. სიტუაცია „ქართული ოცნების“ შტაბის მიმდებარებარე ტერიტორიაზე მოხდა. როგორც „ლელოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანიდატმა მურად მურადოვმა რადიო „მარნეულის“ პირდაპირი ეთერის დროს უთხრა, ჯეიხუნ მუჰამედალის თავი აქვს გატეხილი. მისი თქმით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დაიგვიანა. ამ წუთებში ჯეიხუნი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ჩვენი ინფორმაციით  ჯეიხუნ მუჰამედალის და მთავარი არხის ოპერატორეს თავს საეთერო ჩართვის შემდეგ დაესხნენ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დღის პირველ ნახევარშიც მოხდა

ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის გასამართად მივიდა. ისინი აპროტესტებდნენ საოლქო კომისიაში საუბნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევის პროცესს, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრებოდა.

Print