"მთავარი არხის" ჟურნალისტმა ქალა-ტვინის ტრამვა მიიღო
მათავარი არხის ჟურნალისტს ქალა ტვინის ტრამვა აქვს მიღებული. ამის შესახებ ინფორმაცია „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ განგვიცხადა და გვითხრა, რომ შესაძლოა პაციენტის გადაყვანა თბილისში გახდეს საჭირო.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს თავს აახლოებით ერთი საათის წინ დაესხნენ. სიტუაცია „ქართული ოცნების“ შტაბის მიმდებარებარე ტერიტორიაზე მოხდა.
როგორც „ლელოს“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანიდატმა მურად მურადოვმა რადიო „მარნეულის“ პირდაპირი ეთერის დროს უთხრა, ჯეიხუნ მუჰამედალის თავი აქვს გატეხილი. მისი თქმით, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ დაიგვიანა. ამ წუთებში ჯეიხუნი სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

ჩვენი ინფორმაციით ჯეიხუნ მუჰამედალის და მთავარი არხის ოპერატორეს თავს საეთერო ჩართვის შემდეგ დაესხნენ.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები