„ენმ“-ს წევრებს მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება
ამ წუთებში, მარნეულის „ავერსის“ კლინიკაში, კვლევები უტარდებათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 3 წევრს. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ავერსის მენეჯერმა მანანა კაპანაძემ თქვა, მამა-შვილს, გივი ქველაძესა და ლაშა ქველაძეს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა, მესამე პაციენტი კი შედარებით მსუბუქადაა დაშავებული. მისივე თქმით, სამივეს დიაგნოსტიკური კვლევები უტარდება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას გარკვეული დრო სჭირდება.

თავი აქვს გატეხელი "მთავარი არხის" ჟურნალისტს ჯეიხუნ მუჰამედალის. მას თავს საეთერო ჩართვის შემდეგ დაესხნენ. ის ამჟამას "ჯეო ჯოსპიტალსში" იმყოფება, თუმცა შესაძლოა მისი გადაყვანა თბილისში გახდეს საჭირო

დღეს, 29 სექტემბერს, ქართული ოცნების" მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებსა და საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს აქციის გამართვის შემდეგ დაესხნენ თავს.

აქცია მარნეულის N22 საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება დღის პირველ ნახევარშიც მოხდა
ერთმანეთს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მომხდარში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მარნეულის საოლქო კომისიასთან საპროტესტო აქციის გასამართად მივიდა. ისინი აპროტესტებდნენ საოლქო კომისიაში საუბნო კომისიის თავმჯდომარეების არჩევის პროცესს, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრებოდა.

Print