404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა
ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს"


"მარნეულის მუნიციპალიტეტში, „ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხრიდან დღეს საოლქოს ადმინისტრაციაში შეჭრის მცდელობა და ცესკოს ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ფიზიკური ძალადობა ვიხილეთ. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და აღნიშნული საქმის გამოძიება დაწყებულია.

თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივმა ძალადობა არ იკმარა და ამჯერად, საღამოს საათებში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მათი აქტივისტები “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდნენ და ჩვენს მხარდამჭერებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად ძალადობა დაიწყეს, რის შემდეგაც ვითარება გართულდა და კონფლიქტი ორმხრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სახელმწიფო დესტაბილიზაციისა და არეულობის მცდელობებს არ დაუშვებს და ყველა პირი, ვინც კანონის ფარგლებს გაცდება, უმკაცრესად დაისჯება.
როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას, რასაც განსაკუთრებული დაფიქრება, მოთმინება და ანალიზი სჭირდება.

ყველას მოგიწოდებთ, რომ მათ ქმედებებს საკადრისი პასუხი გავცეთ არა ფიზიკური, არამედ მშვიდობიანი, არჩევნების გზით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი გუნდი, რომელიც 2012 წლის პირველ ოქტომბერს, ძალადობრივი რეჟიმის პირობებში მშვიდობიანი გზით, არჩევნების მეშვეობით მოვიდა ხელისუფლებაში და მტრულ ძალებს არჩევნებით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ" - წერია მათ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია