404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
მარნეული
ინფიცირებული პედაგოგი ამბობს, რომ მოსწავლეებთან ახლო კონტაქტი ჰქონდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელსაც კრონავირუსი დაუდასტურდა, დირექტორისგან განსხავებით ამბობს, რომ ახლო კონტაქტი ჰქონდა მოსწავლეებთან და მასწავლებელთან. ინფიცირებულმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირბადე არ მოუხსნია, თუმცა გაკვეთილებს ატარებდა.

„რა თქმა უნდა, ყველა ჩემს კლასთან მქონდა შეხება თან ზუსტად იმ დღეს, როცა სიცხემ ამიწია. მე რომ დამიდასტურდა კოვიდი 15 ოქტომბერს ეს მართალია, მაგრამ იცით ალბათ, რომ 24 საათის შემდეგ არის პასუხი. გარდა ამისა, იმდღესვე არ ამიღია ტესტი. სიცხე რომ ამიწია, იყო საღამო და ტესტი ჩავიტარე დილით. როდესაც ავად გავხდი, იმ დღეს ვიყავი სკოლაში. შეხება მქონდა მასწავლებლებთან და სამ მეთორმეტე კლასთან. ზოგ პედაგოგთან საკმაოდ ახლო შეხება მქონდა, თუმცა პირბადე არ მომიხსნია, სულ მეკეთა. არც არავინ გადამიკოცნია“ - გვითხრა სადახლოს მეორე საჯარო სკოლის პედაგოგმა.

ამავე სკოლის დირექტორმა რადიო „მარნეულს“ სულ სხვა ინფორმაცია მიაწოდა და თქვა, რომ პედაგოგს მხოლოდ ერთ მასწავლებელთან ჰქონდა კონტაქტი, ისიც შორი მანძილიდან.

მოუწევს თუ არა სადახლოს მეორე საჯარო სკოლას დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა, ამის გარკვევას რადიო „მარნეული“ რესურსცენტრში არკვევს, თუმცა ჩვენს ზარებს ამდრომდე არ პასუხობენ. მერის მოადგილე კი საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრსა და პიარსამსახურში უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ გვამისამართებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამოქმედო გეგმის თანახმად, წერტილოვან შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ამ თვალსაზრისით ვითარება მუდმივად ცვალებადია და დაავადების დადასტურების შემთხვევაში სკოლები დაუყოვნებლივ მოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად.

სწორედ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებით:

საჭირიებიდან გამომდინარე, თვითიზოლაციაში გადადიან განსაზღვრული პირები, იქნება ეს კლასი, ესა თუ ის სართული, მთლიანად სკოლა და ა.შ. ვისი გადასვლის საჭიროებაც აუცილებელი გახდება. სკოლას უტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
15:06 / 22.10.2020

დაიცავი დისტანცია