404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/home/marneulifm/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
„ყურმოკრული მაქვს და ისე არ ვიცი ეგ ამბავი“ - მარნეულის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სადახლოს სკოლაში ინფიცირებულ მასწავლებელზე
მარნეულის რესურსცენტრის დირექტორის ქენან ომაროვის განცხადებით, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ სადახლოს მეორე საჯარო სკოლაში ინფიცირებულ მასწავლებელს მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან კონტაქტისას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქენან ომაროვმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლაში განსახორციელებელი აქტივობები მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებზეა დამოკიდებული.

„არ ვიცოდი ამ მასწავლებელს სკოლაშიც თუ ჰქონდა სიცხე, ეს საკითხსაც მოვიკვლევთ აუცილებლად. ჩვენ ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რომ ბოლო დღეს, როდესაც სკოლაში იყო, სიცხე არ ჰქონია. სკოლაში დასაწესებელი შეზღუდვები მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებზეა დამოკიდებული. ზოგადად, მარნეულში სამი სკოლაა ახლა ჰიბრიდული სწავლების რეჟიმში, ესენია მარნეულის N5-ე, დიდი ბეგლიარის და ბაიდარის სკოლები“ - განაცხადა ქენან ომაროვმა

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ეთერ ლაფერაძემ განაცხადა, რომ სადახლოს N2 სკოლაში ინფიცირებულ მასწავლებელთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„არ მაქვს ინფორმაცია. ყურმოკრული მაქვს და ისე არ ვიცი ეგ ამბავი. ჯერ უნდა მოვიძიო, ახლა ვერაფერს გეტყვი“ - გვითხრა ეთერ ლაფერაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს N2 საჯარო სკოლის პედაგოგი, რომელსაც კრონავირუსი დაუდასტურდა, დირექტორისგან განსხავებით ამბობს, რომ ახლო კონტაქტი ჰქონდა მოსწავლეებთან და მასწავლებელთან. ინფიცირებულმა რადიო „მარნეულს“ უთხრა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირბადე არ მოუხსნია, თუმცა გაკვეთილებს ატარებდა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია