404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
აზერბაიჯანის მიერ განხორიცლებული პროექტები- „სოკარის“ პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაზე ამახვილებს ყურადღებას
აზერბაიჯანის ნავთობკორპორაციის „სოკარის“ პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი საქართველოში ჩამოვიდა. დღეს, 21 ოქტომბერს, მარნეულს ესტუმრა და სოფელ ილმაზლოში სოკარ გაზის მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტს გაეცნო.

მას თან ახლდნენ აზერბაიჯანის ელჩი და მარნეულის პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები კერძოდ: პარლამენტის დეპუტატები, რუსლან ჰაჯიევი და სავალან მირზოევი. "ქართული ოცნების" მარნულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი, ზაურ დარგალი. ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი და მარნეულის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლები.

როვნაგ აბდულაევი შეკრებილ მოსახლეობასთან სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ისინი ბევრ პროექტს ახორციელებენ და ამ ყველაფერს ამჟამინდელ ხელისუფლებათან ერთად აკეთებენ.

„დღეს არა „სოკარი“, თავად საქართველოს ხელისუფლებაც იღებს მონაწილეობას გაზიფიკაციის პროცესებში. ის, რასაც ჩვენ ვერ ვასწრებთ, თავად აკეთებენ. ახლა უკვე მთავრობაა ჩართული ამ საქმიანობაში. საქართველოს გაზიფიკაციის 80%- ში ვიღებთ მონაწილეობას. მე გუშინ მივიღე მონაცემები, რომ გაზიფიცირების მსგავსი პროცენტული მაჩვენებელი, მხოლოდ აზერბაიჯანში. ჩვენ სოციაულურ პროგრამებსაც ვახორცილებეთ. დღეს მარნეულის, გარდაბნის მოსახლება გაერთიანებულია. ყველა მიმართულებით ვიწყობთ ხელს განვითარებას ხელს - ეს იქნება საბავშვო ბაღი თუ სპორტული დარბაზი. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ჩვენ ამ ხელისუფლბასთან ერთად ვაკეთებთ. ამ ხელისუფლების მხარდაჭერა რომ არ გვქონოდა, ამ პროექტებს ვერ განვახოციელებდით - არ შედგებოდა. ერთ- ერთი ყველაზე მნიშნელოვანი ნაწილი ჩვენი ახალგაზრდებისთვის განათლების მიღებაა. დღეს „სოკარი“ სტუდენტების სწავლის საფასურს იხდის. რამდენი წელია უკვე საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების განათლების, ქართული ენის სწავლებას, საზოგადოებაში ინტეგრაციას ვცდილობთ. ამასაც ღიად გეტყვით, რომ ეს სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდება. რამდენი წელია ამას ვცდილობდით, მაგრამ შესაძლებლობას არ გვაძლევდნენ. ადრე არ გვეძლეოდა შესაძლებლობა, რომ ახალგაზრდები საზოგადოებაში ინტეგრაცია მომხდარიყო, აზერბაიანელ ახალგაზრდეს ქართული ესწავლათ, განათლება მიეღოთ. მაგრამ უკვე 6-7 წელია, რაც ჩვენ ადგილობრივ სტუდენტებს ვეხმარებით. ეს დახმარება საკუთარ შედეგსაც გვიჩვენებს. მომავალში აზერბაიჯანელები პლიტიკაშიც ჩაერთვებიან. ამ ხელისუფლებამ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა მოგვცა, რომ თან გაზიფიკაციის პროექტები განვახორციელოთ თან განათლების მიღებას შევუწყოთ ხელი“ - განაცხადა მარნეულში მყოფმა როვნაგ აბდულაევმა.

როვნეგ აბდულაევი საკუთარი ვიზიტის ფარგლებში საქართველოში რიგით შეხვედრებს ჩაატარებს.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია