კორონავირუსის გამოვლენის გამო მარნეულის ორი სკოლა დაიხურა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. გადაწყვეტილება 20 ოქტომბერს, მას შემდეგ მიიღეს, რაც სამ პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ, ამ ეტაპზე კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან გადასული და სწავლა ონალინ ფორმატში გრძელდება.

„გუშინ შეიცვალა არსებული მონაცემები, დიდი ბეგლიარის საჯარო სკოლის რამდენიმე კლასი, რომელიც დისტანციურ მუშაობაზე იყო გადასული, სკარანტინო ვადა ამოიწურა. ახლა ხუთი სკოლაა არის დისტანციურ სწავლებაზე, მაგრამ ამ ხუთიდან მხოლოდ ორია სრულად დაკეტილი. ესენია კასუმლოსა და შულავრის N1 საკარო სკოლა. 14 დღეს დისტანციურ რეჟიმში გააგრძლებენ სწავლას“ - გვითხრა რესურსცენტრის უფროსმა, ქენან ომაროვმა

როგორ რადიო "მარნეულს" შულავრის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა, შალვა ფუტკარაძემ უთხრა, მათი საგანმანათლებლო დაწესებულების სამ მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. კასუმლოს საჯარო სკოლის დაკეტვის საჭიროება კი სწორედ იმიტომ დადგა, რომ კასუმლოს სკოლის ორი პედაგოგი პარალელურად შულავრის საჯარო სკოლაშიც ასწავლის.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის დადასტურების გამო, ამ დრომდე დისტანციურად სწავლობს ბაიდარის, სადახლოს N2 და ქალაქ მარნეულის მეხუთე საჯარო სკოლები.

Print