404 შეცდომა
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [2]: File "/var/www/marneulifm.ge/public_html//images/temp/2018/10/04/bf4bf3c46df8f47ef0e6c9d862ad7cb2.jpg" not exists.
სიახლე
მარნეულში 2 400 000 ლარის ღირებულების სპორტული კომპლექსის ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონია გაიმართა

დღეს 21 ოქტომბერს მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სპორტული კომპლექსის ფუნდამენტის ჩაყრის ცერემონია ჩატარდა.



სპორტული კომპლექსი აზერბაიჯანის ნავთობ კომპანია სოკარის მიერ შენდება. პროექტის საერთო ღირებულება 2 400 000 ლარს შეადგენს. კომპლექსი 1 157 კვ.მ ტერიტორიას დაიკავებს რომლის ასაშენებლად და სარგებლობაში მარნეულის მერიისათვის გადასაცემად „სოკარს“ რვა თვიანი ვადა ექნება.

ფუნდამენტის ჩაყრის ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი, სოკარის საინვესტიციო სამმართველოს უფროსი ვაგიფ ალიევი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტის დეპუტატები რუსლან გაჯიევი, სავალან მირზოევი და მახირ დარზიევი, „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი ზარ დარგალი, მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და სხვა დაინტერესებული პირები.

შეგახსენებთ, რომ დღეს, დილის საათებში, აზერბაიჯანის ნავთობ კომპანიის პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები სოფელ ილმაზლოში ბუნებრივი აირის გაყვანილობასთან დაკავშირებით მოსახლეობას შეხვდნენ.

რადიო „მარნეული“

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია