მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
დღეს, 22 ოქტომბერს, დილის საათებში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მარნეული-სადახლოს ავტომაგისტრალზე. ერთმანეთს მარშუტკა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა ოთხი ადამიანი.

როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print