მარნეულის მერიის პიარის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადებასთან ურთიერთობის განყოფილების ორ თნამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც მარნეულის მერის მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ გვითხრა, ისინი თვითიზოლაციაში არიან და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

„რაც შეეხება მერიის თანამშრომლების ნაწილს, რომლებსაც, სავარაუდოდ, შეიძლებოდა გარკვეული სახის კონტაქტი ჰქონოდათ მათთან, ისინიც არიან თვითიზოლაციაში და დისტანციურ რეჟიმში მუშაობენ“

მერიის ადმინისტრაციული საამსახურის უფროსი ნინო დეკანოიძე კი ამბობს, რომ ერთ-ერთი ინფცირებული COVID-19-ის დადასტურებამდე შვებულებაში იყო, ხოლო მეორე დისტანციურად მუშაობდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
Print